შსს–ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 14:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საქველმოქმედო აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ ჩაერთვნენ.

11 აპრილს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ „სისხლის ბანკში“ შსს–ს საპატრულო პოლიციის 50–მდე თანამშრომელმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ჩააბარეს.

აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტი შემცირდეს. აქცია პერმანენტულ ხასიათის მიიღებს და საპატრულო პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში ყოველ კვირას ჩააბარებენ სისხლს.

დღესვე, აქციის პარალელურად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „მშობელთა სახლში“ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს და მათ საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59