სილქნეტი კინოთეატრებში ფილმს „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ წარადგენს

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 11:24

კომპანია სილქნეტი საქართველოს კინოთეატრებში თინათინ გურჩიანის ფილმს, სახელწოდებით „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ წარადგენს. ფილმის პრემიერა კინოთეატრ “ამირანში” 11 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე შედგება.

 11 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ზვიად გამსახურდიას სანაპირო N 4, კულტურის სამინისტროს შენობა- მეოთხე სართული) გაიმართება ფილმის გადამღები ჯგუფისა და კომპანია სილქნეტის ერთობრივი შეხვედრა მედიასთან. თბილისურ პრემიერამდე, ფილმმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. სანდენსის (Sundance 2013) საერთაშორისო კინოფესტივალზე, მსოფლიო დოკუმენტური კინოს ნომინაციაში სურათი დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის ასევე, ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) ფილმი სამ საუკეთესო ნამუშევარს შორის დასახელდა.

2012 წლის თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ფილმი წლის საუკეთესო ქართულ დოკუმენტურ ფილმად აღიარეს. 2013 წელს სოფიის მე–17 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად მიიჩნიეს. ამჯერად ფილმი დიდი წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, აჩვენებენ მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის უმთავრეს კინოფესტივალებზე. შემოდგომიდან ფილმი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში კინოეკრანებზე გამოვა.

დოკუმენტური ფილმის რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ ფილმისათვის გმირების ძიება 2011 წელს დაიწყო. გამოცხადდა ქასთინგი, რომელშიც მონაწილეობის მიღება 15-დან 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდას შეეძლო. თითოეული პერსონაჟი თვილდა, რომ საკუთარი რეალური ისტორიით შეძლებდა კინოგმირი გამხდარიყო. რეჟისორის ინიციატივას მთელი ქვეყნიდან უამრავი ახალგაზრდა გამოეხმაურა. ფილმის შინაარსი ამ ახალგაზრდების ისტორიების მიხედვით არის აგებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57