დავით უსუფაშვილმა II მსოფლიო ომში პოლონეთის არმიაში მებრძოლი ქართველი ოფიცრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 20:26

პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის არმიაში მებრძოლი ქართველი ოფიცრების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დავით უსუფაშვილმა ქართველ მებრძოლებს, რომლებმაც 1939-1945 წლებში პოლონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში სიცოცხლე გაწირეს, პატივი მიაგო.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ მუზეუმში დაცულია მრავალი დოკუმენტური მასალა, რომელიც მოწმობს ქართველების გმირობას პოლონელების მხარდამხარ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით საამაყოა, რომ მუზეუმში აღმართულია მონუმენტი, რომელიც უკვდავყოფს იმ ქართველების ხსოვნას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შეწირეს პოლონელი ხალხის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის სხვა ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ვინაიდან თავისუფლებამ არ იცის ეროვნება და ქვეყნები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციამ ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა და ფაშისტური გერმანიის ოკუპაციის თაობაზე მომზადებული დოკუმენტური კადრებიც ნახა. დავით უსუფაშვილმა მუზეუმის სამახსოვრო წიგნში სპეციალური ჩანაწერიც გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57