„ნინოწმინდის“ საბაჟოზე სომხეთიდან შემოტანილი დაავადებული კარტოფილი დააკავეს

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 18:57

„ნინოწმინდის“ საბაჟო  გამშვებ  პუნქტში   სომხეთიდან   შემოტანილი   39 ტონა  დაავადებული სათესლე  კარტოფილი  დააკავეს.  ფიტოსანიტარიული  სასაზღვრო   კონტროლის  პროცედურების   განხორციელების  დროს ფიტოსანიტარი სპეციალისტების ეჭვი კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის Ralstonia solanacearum - მურა სიდამპლის არსებობაზე ლაბორატორიამ დაადასტურა.

საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას დაექვემდებარა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57