ნოდარ ხადურმა პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 12:37

9 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მინისტრის მოადგილეებმა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას.

„9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დღეს დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ამ ტრაგედიამ უზრუნველყო ის, რომ ქართველები ერთად დავდექით და დღეს თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ. ერთდროულად ორი განსხვავებული გრძნობა გვაქვს, მაგრამ ამავდოულად, ვართ ამაყები, რომ ვართ მემკვიდრეები იმ საქმისა, რომელიც 9 აპრილს დაიწყო,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59