დავით უსუფაშვილი პოლონეთში გაემგზავრა

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 13:50

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის, სენატის თავმჯდომარეს, ბოგდან ბორუსევიჩს და სეიმის თავმჯდომარეს, ევა კოპაჩის შეხვდება.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან და პოლონეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან. პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, თინათინ ბოკუჩავა ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57