ბარაკ ობამამ გენერალურ პროკურორს კომპლიმენტისთვის ბოდიში მოუხადა

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 16:08

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბოდიში მოუხადა კალიფორნიის შტატის გენერალურ პროკურორს კამილა ჰარისს იმისი გამო, რომ მან საჯარო გამოსვლის დროს შეაქო პროკურორის გარეგნობა და "ყველაზე მიმზიდველი" უწოდა.

თეთრმა სახლმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბარაკ ობამა ბოდიშს უხდის კამილა ჰარისს, რომ მან „ყურადება გადაიტანა“ შეკრების მთავარი თემიდან.

„ის უდავოდ ყველაზე მიმზიდველი გენერალური პროკურორია ქვეყანაში. დიახ, ეს ასეა. ის შესანიშნავი მეგობარია, ის დიდი ხნის განმავლობაში მეხმარებოდა და მხარში მედგა მე“- თქვა ობამამ, თუმცა მოგვიანებით ბიდიშის მოხდისას დასძინა, რომ „ეს არ ნიშნავს რომ მე მსურს დავაკნინო მისი პროფესიული უნარი და მიღწევები“.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59