კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგიის დავალიანებას სახელმწიფო დაუფარავს

შაბათი, 06 აპრილი, 2013 - 13:22

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ“ მთავრობის განკარგულების პროექტის მიხედვით, 2 კომპაქტურ ობიექტში მცხოვრებ დევნილებს დენისა და ბუნებრივი აირის დავალიანებას სახელმწიფო დაუფარავს.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „ოქროს საწმისსა“ და ქ. თბილისში, ბაქოს ქ. N1-ში მდებარე შენობებზე, სადაც დევნილები კომპაქტურად ცხოვრობენ. მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება კი 6 111 ლარს შეადგენს. აღნიშნული დავალიანების დაფარვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გადაიხდის მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა კიდევ 12 კომპაქტური ჩასახლების ობიექტზე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვაზე, რომელიც 576 000 ლარს შეადგენს.

ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ასიგნებებიდან დაიფარება კოტეჯებში მცხოვრები დევნილების ბუნებრივი აირის დავალიანება, რომელიც 543 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57