ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში 36 წლის ლია ქველიძე გარდაიცვალა

პარასკევი, 05 აპრილი, 2013 - 12:33

ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში 36 წლის ლია ქველიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და სამედიცინო პერსონალს დაუდევრობაში სდებენ ბრალს.

როგორც ისინი აცხადებენ, პაციენტს ნაღვლის ბუშტზე რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაცვალების მიზეზად  ექიმების უყურადღებობას ასახელებენ.

პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 9 მარტს მოათავსეს და მეორე დღეს ოპერაცია ჩაუტარეს.

 ოჯახის წევრები საქმის გამოძიებასა და ექიმის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59