თინათინ ხიდაშელი ერთი თვის ხელფასს ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად ფონდში გადარიცხავს

ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2013 - 14:17

უმრავლესობის და ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ერთი თვის ხელფასს ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად ფონდში გადარიცხავს.  ამის შესახებ ხიდაშელმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თინათინ ხიდაშელმა სხდომაზე  კოლეგებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ლეიკემიით დაავადებული თანამოქალაქეების დახმარებაში და ჩაერთონ სიცოცხლის გადასარჩენად კამპანიაში.

"სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პროგრამების დაფინანსების დაწყებამდე, მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანი თანაზიარი ვიყოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის, ვისაც დღეს ძალიან სჭრდება ჩვენი თანადგომა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58