დეპუტატები საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 17:02

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც საკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა 2013 წლის ივნისში ჩატარდეს.

ცვლილების თანახმად, თუკი აქამდე საკრებულოებში შუალედური არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარდება,  როდესაც საკრებულოს 5 დეპუტატი დატოვბდა, ეს რიცხვი 3 წევრამდე მცირდება.

ასევე, შუალედური არჩევნების ჩატარება არა მარტო ოქტომბრის, არამედ თებერვლის და ივნისს თვეებში იქნება შასაძლებელი. ამავე კანონპროექტის თანახმად, შუალედური არჩევნების ჩატარება ახალ არჩევნებამდე 2 წლის ვადის ნაცვლად, ერთი წლით განისაზღვრება.

საარჩევნო კანონში ცვლილების ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.01
  • 3.33
  • 0.04
  • 0.49
  • 1.56