სოსო პავლიაშვილის მიმართ არანაირი დევნა არ დაწყებულა - არჩილ კბილაშვილი

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 14:23

ერთ-ერთი მოწმის ჩვენება არსებობს, სადაც მკვლელობის შემკვეთად ასახელებს პავლიაშვილს, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, რომ ეს გავიზიაროთ, - ამის შესახებ მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი სოსო პავლიაშვილის შესაძლო ბრალეულობასთან დაკავშირებით აცხადებს.

"ამ ეტაპზე არანაირი დევნა არ არის დაწყებული პავლიაშვილის მიმართ. არსებობს ერთ-ერთი მოწმის  ჩვენება მასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი დევნის დაწყებისათვის, ამიტომაც ჩვენების გამო სისხლის სამართლის საქმე ცალკე არის გამოყოფილი და თუ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებით გამყარდება ეს მოსაზრება, მხარდაჭერილი იქნება, თუკი არ გამყარდება, თავისთავად განვითარებას ვერ პოვებს, - აცხადებს კბილაშვილი.

მისი თქმით, ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის, თუმცა მას უახლოეს პერიოდში გამოძიების კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. როგორც მთავარი პროკურორი აცხადებს, პავლიაშვილის მოწმის სახით დაკითხვა შესაძლებელია, თუმცა ზუსტი დრო და მიზანშეწონილობა ჯერჯერობით გამოძიების მიერ არ არის დადგენილი.

ცნობისთვის, საქმე ეხება ნოემბერში მომხდარ ავთანდილ ადუაშვილის გახმაურებულ მკვლელობას.

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, სოსო პავლიაშვილი მკვლელობის შემკვეთად სახელდება.

24 ნოემბერს თბილისში, ნაძალადევის რაიონში ზაზიშვილისა და მამრაძის ქუჩების გადაკვეთაზე საკუთარ მანქანაში ავთანდილ ადუაშვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დაკავებულია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.01
  • 3.33
  • 0.04
  • 0.49
  • 1.56