ზაალ სამადაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 15:02

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს სხდომაზე ზაალ სამადაშვილის თანამდენბობის დატოვების მოთხოვნას დააყენებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბუროს სხდომაზე მიიღეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ზაალ სამადაშვილი აცხადებს რომ გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად მიიღო და მიზეზად საკრებულოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.

"ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი და დღევანდელმა ვითარებამ, რომელიც შეიქმნა საკრებულოში სხდომის წინ, ეს გადაწყვეტილება დააჩქარა. არც ერთი ჩემი კოლეგის, არათუ ტანჯვა-წამების, უბრალო სტრესადაც კი არ მიღირს არანაირი სკამი და არანაირი თანამდებობა, ამიტომ გადავწყვიტრე დღევანდელ სხდომაზე დამეყენებინა საკითხი ჩემი თანამდეობიდან მოხსნა არმოხსნის შესახებ", - განაცხადა სამადაშვილმა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ზააალ სამადაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პირველ საკითხად განხილავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.01
  • 3.33
  • 0.04
  • 0.49
  • 1.56