კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა

სამშაბათი, 25 დეკემბერი, 2012 - 15:28

მცხეთაში, წირვის დასრულების შემდეგ, სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, ქართველი ხალხის და ეკლესიის წინაშე დამსახურებისთვის, ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვა აღავლინა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. ილია I საქართველოს ეკლესიას 1600 წლის წინ, 390-400 წწ მართავდა.

ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 39-მდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერი შეიქმნა. ახალი წმინდანების კანონიზირება მოხდა და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57