კინოფესტივალში მონაწილე „დავიწყებული მეფე“ ეკრანებზე გამოვა

ორშაბათი, 10 დეკემბერი, 2012 - 12:57

ქართულ-ირლანდიური კინოფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სურათი ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, "მამაჩემის girlfriend"-ის რეჟისორის ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი „დავიწყებული მეფე“ იყო.

ფილმის ეკრანიზაცია კინოფესტივალის ფარგლებში მოხდა, თუმცა  ნიკოლოზ ხომასურიძე რუსთაველის კინოთეატრში შეკრებილ მაყურებელს შეპირდა, რომ ფილმი 2013 წლის იანვრისთვის საქართველოს კინოთეატრების ეკრანს დაიკავებს.

ფილმი ცნობილი პროდიუსერის დემეტრე ორბელის შთამომავლობის შესახებაა, რომლის როლსაც დავით ქაცარავა ასრულებს, ხოლო მისი მომხიბვლელი მეუღლის როლს, რომელიც ეხმარება დემეტრეს გაარკვიოს ყველაფერი საკრალური, რაც მის გარშემო ხდება, სალომე ფაღავა ასრულებს.

ფილმში ასახული მისტიკა, რომანტიკა და რამდენიმე მხიარული ეპიზოდი ქართულ აუდიტორიაზე გავლენას ახდენს, მით უფრო, რომ დროში მოგზაურობს სურათის მთავარი გმირი, რათა გაერკვეს ყველაფერში და ახსნას იმ არწივის წარმოშობა, რომელიც მხარზე აქვს სვირინგად და ნელ-ნელა იზრდება. დროში მოგზაურობისას თქვენ შეხვდებით გიორგი მესამეს, დემნა უფლისწულს, თამარ მეფეს, რომლის როლსაც სალომე გასვიანი ასრულებს, ასევე, შოთა რუსთველს, ილია ჭავჭავაძეს და სტალინს.

საუკუნეების განმავლობაში დამალული ფაქტები ბოლოს მაინც ნათელი ხდება და აღმოჩნდება, რომ დემეტრე ორბელი ბაგრატიონთა უკანასკნელი შთამომავალია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57