ნეტა ყველას ხომ არ გაგვაღორისგრიპებენ?!

შაბათი, 29 იანვარი, 2011 - 10:19

ქართული სუფრიდან ქათმისა და ღორის ხორცის ნელ-ნელა გაქრობას იმედია ქართველი ხალხის დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციის სურვილს არ უკავშირებთ. საქმე არც "ტელეხიდისას" პრეზიდენტის სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრს ეხება ("ეკონომიკური კრიზისის მიზეზი ისაა, რომ ჩინელებმა ჭამა დაიწყეს") მიზეზი საშიში ვირუსი სახელად "ღორის გრიპია".

შეიძლება ახლა რომელიმე თქვენთაგანი შემომედავოს რა შუაშია ქათმის ხორცის რაციონიდან ამოღებაო თუმცა თუ საინფორმაციო გამოშვებებს დაუჯერებთ, მსოფლიოს ქათმის გრიპიც უტევს. კერძოდ, ჰონკონგში მუტირებული ქათმის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა. H5N1-ის დიაგნოზი 59 წლის ქალბატონს დაუსვეს და ჰოსპიტალში მოათავსეს. აგერ ჩემო კარგებო მხოლოდ იმით შემიძლია განუგეშოთ რომ აღნიშნული ვირუსი ჯერ მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა.

თუმცა როდესაც ჩვენს გაქათმისღორისგრიპებას ვეხებით, არ შეიძლება 2007 წლის ქათმის გრიპ გამოვლილ ქართველებზე არ ვისაუბროთ. ბედობის ღამეს აწ უკვე ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა ყოველ მეორეს ქათმის გრიპისგან სიკვდილი გვიწინასწარმეტყველა. თუმცა საბედნიეროდ ეს განცხადება და თავად მინისტრი წარსულში დარჩა. მაგრამ მაშინ უნდა გენახა სოფლებში კარგა ჩასუქებული დედალ–მამლები როგორ "გმირულად" ემშვიდობებოდნებ წუთისოფელს.

დღეს კი მათ ბედს მსხვილ ჯაგრიანი, "მეგრული" ოთხფეხა ცხოველები იზიარებენ. შობას მეგრელებს ტაბლაზე ღორის თავის ნაცვლად ქოთნით ლობიო ედგათ. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, დავით ბაქრაძისა არ იყოს "ჩვენ ახვანცალებულ ეკონომიკას წეიღებს რიონი". რადგან ბევრი საქონლის გაყიდვით ინახავს ოჯახს. კი აბობენ გვატყუებენო, იმასაც გაიგონებ სოფლის ბირჟაზე უკრაინული ღორების შემოყვანა უნდათ და მაგიტომ გვახოცინებენ ღორებსო, მაგრამ ერთ დაცემინებაზე ყველასთვის კარგად ნაცნობ სიტყვას H1N1-ს გაჰყვირიან.

მართალი გითხრათ, ასეთი მძაფრი პანიკა ნაწილობრივ ჩვენი ბრალიცაა, რადგან ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვება H1N1 ვირუსისგან დაღუპული ან დაინფიცირებული ადამიანების ვიანაობით იწყება. თუმცა ისიც მესმის, რომ ასეთია სარედაქციო პოლიტიკის დაწერილი თუ დაუწერელი კანონი.

ბოლო მონაცემები კი ასეთია: ბოლო 24 საათის განმავლობაში გრიპის ვირუსის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ კი ბათუმში H1N1 ვირუსით 49 წლის ქალბატონი დაიღუპა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში კი ვირუსს 5 ბავშვი ებრძვის, სხვადასხვა კლინიკებში ორსულებიც მკურნალობენ.

"ჯეონიუსი" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა. როგორც ცენტრში აცხადებენ საქართველოში 200–მდე გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 140 ადამიანს H1N1 ლაბურატორიულად დაუდასტურდა. საერთო ჯამში 9 ადამიანია დაღუპული,  2 კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მათი მდგომარეობა დღემდე მძიმეა.

თუ ასე გაგრძელდა სამომავლოდ ერთმანეთის ღრუტუნიც არ გაგვიკვირდება. უცხოელ მეგობრებს კი ასეთი ტექსტით მივმართავთ: "წყალი და პრასი გვაქვს ჯიშიანი ღორებით წაგვეხმარეთო".

 

დავით ჯაბაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.72
  • 3.05
  • 3.5
  • 0.04
  • 0.49
  • 1.6