"THE GUARDIAN" : რუსები ჩრდილოკავკასიაში შექმნილ ვითარებას ვერ აცნობიერებენ

ოთხშაბათი, 26 იანვარი, 2011 - 12:19

კავკასიაში პოლიტიკის ჩავარდნა და სპეცსამსახურების უუნარობა, – დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქება კვლავ დასავლური მედიის განხილვის თემა ხდება. ბრიტანული "გარდიანი" წერს, რომ რუსეთის უმსხვილეს აეროპორტში მომხდარი ტერაქტი ხელისუფლების მიმართ ძლიერი დარტყმაა, რათა როგორმე გაუმკლავდეს შიდა ტერორიზმს.

"რუსები ვერ აცნობიერებენ ჩრდილოკავკასიაში შექმნილ ვითარებას, სადაც პრობლემები ყოველწლიურად გროვდება და უფრო მეტი ემატება. ექსპერტები თვლიან, რომ ტერაქტის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი ჩეჩენი საველე მეთაური დოკუ უმაროვია", – წერს "გარდიანი".

"ნიუ იორკ თაიმსი" კი რუსი სპეცსამსახურების უუნარობაზე ამახვილებს ყურადღებას. გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ მოსკოვის უდიდეს აეროპორტში უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული არ არის. "ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმომჩენი ტექნოლოგიები იხვეწება. თუმცა, მთავარი საშუალება სიფხიზლეა",- წერს "ნიუ იორკ თაიმსი"

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57