გუდაურში დღეს ხევსურული საღამო მოეწყობა

შაბათი, 22 იანვარი, 2011 - 08:11

გუდაურში დღეს ხევსურული საღამო მოეწყობა. ღონისძიებას ხევსურეთის  მკვიდრი, პოეტი გელა დაიაური წარუძღვება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისიდან მიწვეული რამდენიმე ჯგუფი,  ანსამბლი  "თსუ – გორდელა" და  ადგილობრივი ხელოვანები. იგეგმება ასევე ახალგაზრდა ხევსური პოეტების ლექსების პრეზენტაციაც. 

სპეციალურად ამ საღამოსთვის  დამზადდება ხევსურული ლუდი,  რომლის დაგემოვნების საშუალება  გუდაურში ჩასულ ყველა სტუმარს ექნება. ღონისძიება ფშავ-ხევსურეთის დაცარიელებისგან გადარჩენას და ამ  კუთხის ტურისტული პოტენციალის,  მისი ადათ-წესების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს საზოგადოებაში  ისტორიული ძეგლების - შატილის და  მუცოს ციხესიმაგრის მიმართ ინტერესის გამოჩენა წარმოადგენს.

ხევსურული საღამო სასტუმრო "გუდაურის" მიმდებარე ტერიტორიაზე 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59