იტალიის ჩემპიონატის მიმოხილვა

ორშაბათი, 17 იანვარი, 2011 - 08:43

იტალიის ჩემპიონატის მე–20 ტურში ჩემპიონატის ლიდერმა "მილანმა" მოულოდნელად აუტსაიდერ "ლეჩესთან" ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.  შეხვედრა 1–1 დამთავრდა. ანგარიში 52 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შორეული დარტყმით გახსნა, თუმცა რუბენ ოლივეირამ 76–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა მილანის "ინტერმა" ამჯერად მათ "ბოლონია" დაამარცხეს ანგარიშით 4–1 გოლები სტანკოვიჩმა, მილიტომ და ორჯერ ეტოომ გაიტანეს სტუმრებიდან პრესტიჟის გოლის გატანა ხიმენესმა მოახერხა. ტურინის "იუვენტუსმა" დელპიეროსა და აკვილანის გოლებით "ბარი" 2–1 დაამარცხა საპასუხო გოლი რუდოლფომ გაიტანა. მინიმალური ანგარიშით 1–0 მოიგო რომის "ლაციომ" და პიველადგილოსან "მილანთან" სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა გოლის გატანა თამაშის მიწურულს კოზაკმა გაიტანა. დამარცხდა კახა კალაძის "ჯენოა" 2–4 "უდინეზესთან". პირველ ადგილს "მილანი" იკავებს, მეორეზე "ნაპოლი" მესამე ადგილს კი რომის "ლაციო" იკავებს. უცვლელია მდგომარეობა გასავარდნ ზონაში " ლეჩე" "ბრეშა" და "ბარი" გავარდნის მთავარ პრეტენდენტებად ითვლებიან. შედეგები კი ასე გამოიყურება. "ნაპოლი" 0–0 "ფიორენტინა", "ინტერი" 4–1 "ბოლონია", "კალიარი" 3–1 "პალერმო", "ბრეშა" 2–0 "პარმა", "კატანია" 1–1 "კიევო", "ჩეზენა" 0–1 "რომა", "ჯენოა" 2–4 "უდინეზე", "იუვენტუსი" 2–1 "ბარი", "ლაციო" 1–0 "სამპდორია", "ლეჩე" 1–1 "მილანი".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57