ა-ტიპის ვირუსით ქუთაისში 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა

ორშაბათი, 17 იანვარი, 2011 - 08:42

ა-ტიპის ვირუსით  ქუთაისში 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მან კლინიკას 9 იანვარს მიმართა. თავდაპირველად პაციენტს H1N1 ვირუსი დაუდგინდა, თუმცა შემთხვევა ლაბორატორიულად არ დადასტურდა.

ექიმების განცხადებით, პაცინეტი კლინიკაში დაგვიანებით მივიდა, რის გამოც დაავადება მკურნალობას აღარ დაექვემდებარა და პაციენტი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის სამსახური მოუწოდებს ფეხმძიმე ქალებს, ნებისმიერი ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც შეიძლება, სწრაფად მიმართონ სამკურნალო დაწესებულებას, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გრიპის უკიდურესად მძიმე ფორმებით პაციენტი 9 ინავარს მოათვასეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57