საქართველოს პირველი ლედი დღეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას " Vakantiebeurs 2011"-ს ეწვევა

, 16 იანვარი, 2011 - 09:03

საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორისა და "ბაგრატიონის საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას ესწრება.

საქართველოს პირველი ლედი დღეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას " Vakantiebeurs 2011"-ს ეწვევა, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში 11-16 იანვარს ტარდება. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოც იღებს, სადაც იგი თვალსაჩინო სტენდით არის წარმოდგენილი.

სანდრა რულოვსი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი შოთა ღვინერია და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატა ფარცხალაძე, გამოფენის დასრულებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

ასევე დაგეგმილია ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს საელჩოს ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საელჩოს ბაზაზე საკვირაო სკოლის დაარსებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რაც ნიდერლანდებში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ქართული ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ცნობილია, რომ ნიდერლანდებში ქართული ეკლესიის დაასრების შესაძლებლობის განსახილველად კი, შეხვედრას ბრიუსელიდან მამა დოსითეოზი დაესწრება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59