თბილისს უცხოელ პედაგოგთა ახალი ნაკადი ეწვია

, 16 იანვარი, 2011 - 08:35

თბილისში უცხოელ პედაგოგთა ახალი ნაკადი ჩამოვიდა. ინგლისურენოვან პედაგოგებს აეროპორტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დახვდა. თბილისს ამჯერად 65 პედაგოგი ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, შოტლანდიიდან და პოლონეთიდან ესტუმრნენ. პერდაგოგები ჯერ ტრეინინგ–კურსებს გაივლიან. ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოში გადანაწილდებიან. ისინი სასწავლო პროცესში მეორე სემესტრიდან ჩაებმებიან.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის, "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში საქართველოში ინგლისელ და ამერიკელ პედაგოგთა პირველი ნაწილი საქართველოში სექტემბერში ჩამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6