ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის მოსახლეობა დაზარალდა

პარასკევი, 17 ივნისი, 2011 - 08:26

ძლიერი წვიმის შედეგად მუხიანში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ხევიდან წამოსული ნიაღვარი ნოზაძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას სახლებში შეუვარდა. დაზიანებულია გზის საფარიც.

ადგილზე სამაშველო სამსახურები იმყოფებოდნენ. ისინი გვიან ღამემდე წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ატარებდნენ. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან გლდანი-ნაძალადევის გამგეობა დაითვლის.

ძლიერმა წვიმამ ავჭალაში მცხოვრები მოსახლეობაც დააზარალა. ლიბანის ქუჩის # 24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიტბორა. გზიდან გადასული ნიაღვარი საცხოვრებელ სახლსა და სარდაფში შევარდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები აწარმოეს.
მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57