ვიქტორ დოლიძის განცხადებას საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა

ხუთშაბათი, 09 ივნისი, 2011 - 11:57

ვიქტორ დოლიძის განცხადებას საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

თამაზ შოშიაშვილის თქმით, 2011 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას, დედაქალაქის მერმა შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა ოპოზიციური პარტიის წინადადება გაითვალისწინა.

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2011 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას, დედაქალაქის მერმა არაერთი შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან, ასევე  საკრებულოს დამოუკიდებელ  დეპუტატებთან. ბიუჯეტის ფორმირებისას კი, შესაძლებლობის ფარგლებში, მათი ყველა წინადადება იქნა გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, დედაქალაქის ბიუჯეტის, როგორც ფორმირება, ასევე შესრულება ძალიან გამჭვირვალე პროცესია.

რაც შეეხება კომისიებში მუშაობას, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა, როგორც სხვა დანარჩენების,  ყველასათვის ღია და გამჭვირვალეა. მასზე დასწრება და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება კი ნებისმიერ ექსპერტსა და საზოგადოებრივ წარმომადგენელს შეუძლია",- განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა და დასძინა, რომ ვიქტორ დოლიძე თავადაა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი და მისგან ამგვარი განცხადებების გაკეთება არასერიოზულია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57