"მუზა"-ში გენერალ-მაიორ გენო ადამიას 75 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს გაიმართება

სამშაბათი, 08 მარტი, 2011 - 07:42

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზა"-ში დღეს ყოფილი 23-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია "დევნილთა კონგრესი"; რეჟისორი -  საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო არტისტი ბატონი გოგი ქავთარაძე.

საღამოზე  მოწვეულნი იქნებიან: მისი ყოფილი თანამებრძოლები, ომის ვეტერანები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და  საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

ღონისძიებას წაუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი ბატონი დიმა ჯაიანი.

ცნობისთვის, გენო ადამია გმირულად დაიღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში 1993 წლის 28 სექტემბერს. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57