გავრცელებული ინფორმაციით, მერაბიშვილის სახლის ჩხრეკისას ასობით ათასი ევრო ამოიღეს
გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასობით ათასი ევრო ამოიღეს. ამ დროისთვის მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა გრძელდება.
რეზონანსული და მტკივნეული საკითხების ხსენებით, საზოგადოებაში ემოციური ფონის შექმნა ხდება - დავით ბაქრაძე
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ბაქრაძე აცხადებს, პროკურატურა საუბრობს, რომ არსებობს დამამტკიცებელი საბუთები იმისა,
აჭარაში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ღონისძიებას გამართავს
აჭარის მთავრობის შენობაში 22 მაისს, 14:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრებიან.
მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
საქართველოს პრეზიდენტი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ სააკშვილი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების საკითხს გამოეხმაურა.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში არავინ არ იქნება პრივილეგირებული - ირაკლი ღარიბაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის დაკავებას აზერბაიჯანიდან გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ჩვენს ქვეყანაში არავინ არ არის და არავინ არ უნდა იყოს კანონზე მაღლა. ყველა არის თანასწორი კანონის წინაშე, კანონი არის უზენაესი.
ვანო მერაბიშვილს ბრალი გირგვლიანის საქმით და 26 მაისს აქციის დარბევის ეპიზოდით დაუმძიმდება
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ბრალი კიდევ დაუმძიმდება. პროკურატურის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს 26 მაისის აქციის დარბევასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობაშიც ედება ბრალი.
ქვეყანაში, სადაც ისეთ წესიერ ადამიანს აკავებენ, როგორიც ზურაბ ჭიაბერაშვილია, კომენტარების გაკეთება ზედმეტია - ხათუნა გოგორიშვილი
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ვინც იცნობს ზურაბ ჭიაბერაშვილს ან მის საქმიანობას, ამ ფაქტს ყველა ერთნაირად შეაფასებს.
შეიძლება ფიქრობთ, რომ ერთი მარგინალი სომეხი ჰომოსექსუალი ვარ. მაგრამ მგონია, რომ ცდებით
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე პრეზიდენტის ლგბტ თემის აქციის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
17 მაისის ინციდენტში მონაწილე პირებს საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 პირს 17 მაისის აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის
ვანო მერაბიშვილის ინტერესებს სასამართლოში გიორგი ჩივიაშვილი დაიცავს
ვანო მერაბიშვილის ინტერესებს სასამართლოში გიორგი ჩივიაშვილი, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს გიორგი გელხაური დაიცავს. მათი განცხადებით, ორივე დაკავებული არც ერთ სავარაუდო ბრალდებაში, რომელთაც მათ წაუყენებენ, თავს დამნაშავედ არ სცნობენ.
ნაცმოძრაობის „ხერხემლის“ დაკავებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყება
მივესალმები სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენისა და „ნაციონალური მოძრაობის“ „ხერხემლის“ ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს, - განუცხადა "ჯეონიუსს" კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა.
ბაჩო ახალაიას დაკავებისას ვიღაცეებმა ხმა არ ამოიღეს, ეგონათ, რომ მათ არ მიადგებოდნენ, მაგრამ...
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება ამ კონკრეტულ შემთხვევაში 17 მაისის მოვლენების გადაფარვას ემსახურება, - ამ შეფასებით "თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე






































