ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა კანონით დასჯადი ქმედება გახდა

პარასკევი, 01 ივლისი, 2011 - 17:02

ჟურნალი-სტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა კანონით დასჯადი ქმედება გახდა. აღნიშნული ჩანაწერი "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში მესამე მოსმენით ჩაიწერა.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანხმად ჟურნალისტი ვალდებულია შეკრებების ადგილზე მუდმივად გამოსაჩენ ადგილას ატაროს ჟურნალისტის მოწმობა.

ახლადდამტკიცებული კანოონის მიხედვით, რომ "შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, ხელი არ შეუშალონ მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას."

პასუხისმგებლობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება.

არსებული კანონმდებლობით (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ცნობისთვის, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ ჟურნალისტთა დაცვის საკითხი ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგიამ "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებები შეტანასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ პავლე კუბლაშვილთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41