სვანეთის კატასტროფა ბუნებრივმა და ადამიანურმა ფაქტორებმა გამოიწვია – მერაბ ალავერდაშვილი​

შაბათი, 07 ივლისი, 2018 - 12:34

„ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის“ დირექტორი მერაბ ალავერდაშვილი, სვანეთში სტიქიის გართულების საფრთხეს ხედავს თუ გახშირდა წვიმები. იგი კატასტროფის ორ მიზეზს ასახელებს – ბუნებრივი ფაქტორები და ანთროპოგენური ზეგავლენა.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” მერაბ ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​წვიმებს თან დაერთო ყინულის დნობა. ნენსკრა არის მყინვარული მდინარე. გაზაფხულზე მთის მდინარეებს ახასიათებს ჭარბწყლიანობა. ​ მდინარე ნენსკრა გამოიყენება ასევე ხე-ტყის დასაცურებლად, ამიტომ ძალიან ბევრი ჩახერგვებია მდინარეში, ამას ემატება გეოლოგიური პროცესი. 2-3 დღეს წყლიანობა არ იკლებს.

“უნდა დაველოდოთ მდინარე რას გვიკარნახებს. ახლა აგრილდა და ყინულის დნობა ნაკლებია, მაგრამ დიდია ნალექის წილი. როცა იქ ვიყავი, გაოგნებული დავბრუნდი, ყოველ 500 მეტრში ხე-ტყის საამქროებია და ტყე უკონტროლოდ იჩეხება, რაც თავისთავად ასუსტებს ფერდობს. გარდა ამისა, ხდება ხოლმე მყინვარის ენის მოწყვეტა და მყინვარული ტბების გადმოსვლა. იყო შეგუბება მყინვარის ნადნობი წყლის და მოხდა მისი დანაპრალება და გადმოხეთქვა, ამას მოსდევს ღვარცოფული ნაკადები”, – აცხადებს მერაბ ალავერდაშვილი.

ორი დღის წინ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. წაღებულია ხიდები, დანგრეულია გზები, სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55