საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 04 ივლისი, 2018 - 14:12

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დღეებში, ქართულ საზოგადოებაში აქტიურად განიხილება საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებული შესყიდვები, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირთან დაკავშირებული ორგანიზაცია აღმოჩნდა.

თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურები არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა. შესაბამისად, ირკვევა, რომ არსებული პრაქტიკა არ გამორიცხავს ამ ტიპის შემთხვევების არსებობას წარსულში, ისევე, როგორც მათი გამეორების შესაძლობას. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება, თუკი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ როგორც ამ კონკრეტულ, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საზიანო სხვა შესაძლო შემთხვევებს და შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც მიმართული იქნება შესყიდვების მოქმედი პრაქტიკისა და კანონმდებლობის დახვეწაზე იმ ნაწილში, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვიუნარიანობასთან დაკვშირებულ საკითხებზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პირებთან და/ან კომნპანიებთან „კანონიერმა“ თანამშრომლობამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ ნდობაზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართულ საზოგადოებაში, სრულიად დამსახურებულად, სარგებლობს და აქედან გამომდინარე, წარმოქმნას ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც კონკრეტული სახელმწიფო უწყებების, ასევე მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მიმართ", ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52