პარლამენტის ბიურომ მთავრობის და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაარეგისტრირა

ორშაბათი, 02 ივლისი, 2018 - 18:18

მიმდინარე კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართება, სადაც კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

დეპუტატებმა კანონპროექტთა პაკეტის კომიტეტებში განხილვის გრაფიკზე იმსჯელა. ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სესიაზე კანონპროექტებს - „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტს - „საქართველოს წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განიხილავენ.

პარლამენტის ბიუროს სხდომა ოთხშაბათს, 4 ივლისს, 11:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53