შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა

შაბათი, 30 ივნისი, 2018 - 12:22

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში - „შეცვალე სამყარო“ მიიღო.

აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ღვისშვილთა კავშირმა“ გაუწია. ტურნირი მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ქალთა - მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ და სსმ ბავშვთა მშობლებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა სტიმულირებასა და მათში თვითრწმენის გაძლიერებას ისახავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვან პირთა მშობლებმაც მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მზად არის მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ანალოგიური სახის ღონისძიებებში, რომელიც დიკრიმინაციის ყველა, პირდაპირი თუ ირიბი ფორმის აღმოფხვრას ემსახურება. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოების დამოკიდებულებისა და ჯერ კიდევ არსებული სტიგმის დაძლევას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54