დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს ჰელსინკში შეხვდებიან

პარასკევი, 29 ივნისი, 2018 - 12:31

პირველი სამიტი რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების მონაწილეობით 16 ივლისს ჰელსინკში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

"მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება როგორც მიმდინარე ვითარება, ასევე რუსულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე აქტუალური საერთაშორისო საკითხები", - წერია კრემლის განცხადებაში.

"ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას და ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე საკითხს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც კრემლის განცხადების პარალელურად გამოქვეყნდა.

სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში მსოფლიო თასის ფინალურ მატჩს დაესწრება, რის შემდეგ  სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55