მამუკა ბახტაძის ინიციატივა მომდევნო სხდომაზე ე.წ. „შავ ჯიპებს“, მთლიანად ავტოპარკსა და პერსონალურ მანქანებს შეეხება

პარასკევი, 29 ივნისი, 2018 - 12:04

მთავრობის შემდეგ სხდომაზე მე აუცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ „ჯიპებს“ არ შეეხება, ეს შეეხება მთლიანად ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მცირე მთავრობის კონტექსტში ე.წ. „შავ ჯიპებთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციას შეეხებოდა.

„ბუნებრივია, ის სიტუაცია რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი - კატეგორიულად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენთ. ინიციატივა, ზოგადად, ეხება ავტოპარკს, ნებისმიერი მანქანის ჩათვლით, განსაკუთრებით - ე.წ. პერსონალურ მანქანებს,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54