ყოვლად დაუშვებელია სახალხო დამცველის ოფისის მუშაობის შეწყვეტა - სოფო კილაძე

სამშაბათი, 26 ივნისი, 2018 - 23:14

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს ეხმაურება და შესაბამის უწყებებს მიმართავს.

„მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო. სახალხო დამცველი არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით საქართველოში. ყოვლად დაუშვებელია ოფისის მუშაობის შეწყვეტა. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა, იმისთვის, რომ მან შეძლოს გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვა შესაბამისი მაღალი სტანდარტით", -  წერია განცხადებაში, რომელსაც  სოფო კილაძე ავრცელებს.​

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54