20 აგვისტომდე ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ორშაბათი, 25 ივნისი, 2018 - 21:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 20 აგვისტომდე ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს.

ქუთაისში, „პრესის სახლიდან“ შოთა რუსთაველის გამზირის N104-მდე, მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებამდე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ცალმხრივად, ქალაქის ცენტრიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, ხოლო გამსახურდიას გამზირიდან - ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

მძღოლების ინფორმირების მიზნით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საგზაო საინფორმაციო ნიშნები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44