გზა ციფრული ეპოქისკენ - შვედები ჩიპიზაციას იწყებენ

ორშაბათი, 25 ივნისი, 2018 - 15:01

შვედები მიიჩნევენ, რომ კანქვეშ RFID ჩიპის შემოღების შემდეგ ცხოვრება ბევრად უფრო იოლი გახდება, 3500-ზე მეტი შვედი ნებაყოფლობით  დათანხმდა ჩიპიზაციას, - იუწყება Science Alert.-ი.

დიდსა და საჩვენებელ თითს შორის,  კანქვეშ სპეციალური პისტოლეტით  იმპლანტირებული ჩიპი ერთ მოწყობილობაში "საფულეს" ითავსებს, რომელშიც ტრანსპორტის სამგზავრო, ოფისის საშვი, ასევე ბინისა და მანქანის გასაღებია მოთავსებული.

შვედები მიიჩნევენ, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევები ადამიანებს ააცილებს ცხოვრებისეულ  სიძნელეებს და გაათავისუფლებს დამღლელი საყოფაცხოვრებო საქმიანობისგან.

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი მოა პეტერსენი მიიჩნევს, რომ რამდენიმე წელიწადში შვედეთში კანქვეშ ინპლანტირებული ჩიპიანი ადამიანების რიცხვი გაიზრდება და მალე შვედეთი პირველი სრულად ციფრული სახელმწიფო გახდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55