თავდაცვის უწყებაში კანადის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ტრენინგს მართავენ

ორშაბათი, 25 ივნისი, 2018 - 11:33

საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვის რესურსების მართვის კურსი მიმდინარეობს. ტრენინგს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) მასპინძლობს და მას კანადის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უძღვებიან.

ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, შალვა ძებისაშვილმა და კურსის ხელმძღვანელმა, როს ფეტერლიმ გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

კურსის მიზანს თავდაცვის სფეროში რესურსების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება, რესურსების მართვასა და ოპტიმალურ გამოყენებასთან დაკავშირებით დისკუსიებისა და ანალიზის წარმოება წარმოადგენს. კურსი ხუთი დღე გრძელდება და მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის უწყების გარდა, უკრაინის, მონტენეგროსა და მაკედონიის წარმომადგენლებიც იღებენ.

საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამა არსებობს. კანადური მხარის ორგანიზებითა და მხარდაჭერით საქართველოში სხვადასხვა კურსი იმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55