ეკლესიას ნიჭიერი ახალგაზრდობა უფრო მეტად რომ გამოეყენებინა, დღეს ისინი ქვების სროლას არ დაიწყებდნენ... - პეტრე კოლხი

ორშაბათი, 25 ივნისი, 2018 - 11:02

ორმოც წელიწადზე მეტია ვცდილობთ საეკლესიო ღირებულებები, სულიერი ცხოვრება და მორწმუნე ერის თვისებები გამოვიმუშავოთ... ამ ოთხი ათეული წლის მანძილზე ბევრი შეცდომებიც დავუშვით, ალბათ, დანაშაულიც, მაგრამ წინ ხომ მივდიოდით, სიტუაცია არ იყო გაყინული და სასიკეთო ცვლილებებიც ხდებოდა... შეიძლებოდა მეტი დადებითი მომხდარიყო, მაგრამ რა მოცემულობაშიც ვიმყოფებით ნიშნავს იმას, რომ თუ სხვისაზე არა, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ და უპირველესად ღირსეულად ვიდგეთ იქ, სადაც დაგვადგინა უფალმა... ქართულ სამოციქულო ეკლესიას ყველა პერიოდში გააჩნდა რესურსი, ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე... ამას ხშირად ახერხებდა, ხშირად კი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები უშლიდა ხელს... მაინც მჯერა, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება... მთავარია ერთმანეთი არ გავანადგუროთ და ცინიზმის, სარკაზმის, გაბოროტების მსხვერპლი არ გავხდეთ...

თავის დროზე რომ ეკლესიას ნიჭიერი ახალგაზრდობა უფრო მეტად გამოეყენებინა, დღეს ისინი ქვების სროლას არ დაიწყებდნენ... თუმცა, არც ერთი შემთხვევიდან გამომდინარე, არ უნდა ვმტრობდეთ იმ ადგილს, რომელიც გვინდა არ გვინდა ჩვენი ოჯახია...

მე ვხედავ ჩემს თავს დღევანდელ ეკლესიაში, ისიც ვიცი, უამრავი ადამიანის ნუგეშია ჩემი პიროვნება და შემოქმედებაც... ყოველგვარი ამბიციის გარეშე შემიძლია ვემსახურო ღმერთს, ადამიანს, მაგრამ არ უნდა მაგრძნობინონ, რომ ზედმეტი ვარ... სრულ ნდობას ვუცხადებ მოსაყდრეს, მეუფე შიოს და ისეთი რწმენა მაქვს, რომ სწორად გამოიყენებს პროგრესულ ახალგაზრდობას ქვეყნის და ეკლესიის აღმშენებლობის საქმეში, რადგან ქრისტეს მისტიკური სხეული არა მხოლოდ იერარქებს, ნებისმიერს ეკუთვნის, ვისთვისაც სახარება და საეკლესიო გამოცდილება ღირებულია...

ახლა ქვების სროლის არა, ქვების შეგროვების დროა... მეუფე შიო კი არა, მარტო ქრისტეც ვერ შეძლებდა წმინდა წერილის გავრცელებას, ერთგული მოციქულები რომ არ ჰყოლოდა... ერთგულება უდიდესი ნიჭია... ვებრძოლოთ უნიჭობას, ამსათანავე არ დავკარგოთ ჯანსაღი კრიტიკის უნარი... ვიყოთ ნაკლებად სუბიექტურები და აუცილებლად გათენდება..., - წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44