ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

, 24 ივნისი, 2018 - 18:21

15 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო. რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ Salam Air-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა. საქართველოში ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით 25 ივნისს 13:00 საათზე სასტუმროში „ჰოთელს &პრეფერენსჰუალინგთბილისი“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ავიაკომპანია Salam Air-ის აღმასრულებელი დირექტორი მოჰამედ აჰმედი გახსნიან.

ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას.

საქართველოში Salam Air-ის ოფიციალური წარმომადგენლის, კომპანია ,,ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ღონისძიების მიზანია ტურიზმში მოღვაწე კომპანიებისთვის და საავიაციო სფეროსთვის პროდუქტის გაცნობა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air 2016 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით ავიაკომპანია მსოფლიოს 7 მიმართულებით კვირაში 116 რეისს ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53