ვინ თქვა, რომ ეკლესიას პრეისკურანტი აქვს თვითმკვლელობამდე მისვლაზე - გია გაბრიჭიძე

პარასკევი, 22 ივნისი, 2018 - 21:43

ქართულ პოლიფონიაში საკმაოდ "საინტერესო" ვითარება "გაიჩითა": აქციების ტალღა, პრემიერის გადადგომა, ე.წ. არამკითხეების, ანუ "არასამთავრობოების" ჩარევა ახალი მთავრობის შერჩევაში, მრავალი სტოკატო და უცებ, დირიჟორის ბრძანებით განახლებული თემა - ნარკოპოლიტიკა. ამ შემთხვევაში ეკლესიის დამოკიდებულებას ურტყამენ. პირდაპირ ვიტყვი - რა მნიშვნელობა აქვს რითი იკლავს თავს? ერთ ტონა რკინას ჩაირტყამს, თუ ერთ ტონა ბამბას? რა მნიშვნელობა აქვს გერანის პერედოზში გაიპარება, თუ მარწყვის ჭამით გასკდება? ვინ ამბობს რომ ლოთობა სჯობია? ვინ თქვა, რომ ეკლესიას პრეისკურანტი აქვს თვითმკვლელობამდე მისვლაზე და იქ წერია რომ რომ ხიდან გადმოხტომით არ შეიძლება და "ბასეინში" თავის დახრჩობით "მოსულა"? ნათქვამია რომ ადამიანმა არ უნდა იცხოვროს ისე, რომ ცხოვრების წესმა სიკვდილამდე მიიყვანოს. ეგაა და ეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - არანაირი პრეისკურანტი. ტიპმა არ უნდა ჭამოს იმდენი შოკმანჟე, რომ გასკდეს. ერთი გირჩელი ჰოლანდიაზე ამბობდა, რომ იქ კაიფი ნებადართულია და მათი სპორტსმენები მუდამ წარმატებულნი არიან. რამხელა სირული დემაგოგიაა. ე.ი. კრუიფს ერთი "ხაზით" მეტი რომ "გაეშხირა", ან რენსენბრიკს ერთი ნაფაზით მეტი "ჩაერტყა", ვერცხლის ნაცვლად ოქროს აიღებდნენ (ჰოლანდიელი სპორტსმენების ფიზიკური და გონებრივი მონაცემები შეადარეთ "თეთრად მოხმაურეების" ფიზიკურ და გონებრივ მონაცემებს). სამწუხაროდ სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავს მარაზმატიკებს ადექვატური პასუხი გაეცეს, რადგანაც ჩვენი ფულით დაფინანსებული ტელევიზია ფაქტობრივად არ არსებობს, ბეჭდური მედია ვერ ვრცელდება და გავრცელების დიდი არეალის მქონე ტელევიზიების 90 პროცენტი მსგავს დემაგოგიასა და მარაზმზეა აწყობილი, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45