მადლობა ქრისტეს, არასდროს წარმოვადგენ მხარეს და არ ვჯდები ხელმწიფის ნავში... - პეტრე კოლხი

შაბათი, 23 ივნისი, 2018 - 11:32

რისი დეფიციტია?! სიყვარულის... უსიყვარულობას განვიცდით და აქედან იღებს სათავეს კარგშიც ცუდის დანახვა... არაჯანსაღი კრიტიკა და ღირებულებების არქონა... სკოლაში სწავლის პროცესში, ქიმიას ვერ ვიტანდი, მაგრამ პედაგოგი ისე მიყვარდა, ყველა ფორმულა ზეპირად ვიცოდი... არასდროს ვყოფილვარ ფანატიკოსი, არაფერი მიმიღია ბრმად, მაგრამ არც სხვისი ცხოვრებით განმიცდია დაბრკოლება... უფალთან ყოფნა ან არ ყოფნა, ყველა ეტაპზე მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული...

მე მიყვარს ქრისტე და ვაცნობიერებ ჩემს შეცდომებს, მაგრამ არ ვარ უიმედოდ, რადგან სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია და სხვა საკითხებიც დალაგდება... თვითმკვლელზე წესი რომ არ იგება, ამას არ განიცდის მავანი, პირიქით, სიამოვნებს, რომ საქილიკო ეძლევა და ცდილობს ეკლესია დაუნდობელი გამოიყვანოს... ამ დროს, ვინც არაეკლესიურია და არ სწამს საიქიო ცხოვრების, წამალდამოკიდებულიც, თვითმკვლელიც რომ არ იყოს, წესის აგება მაინც არ უნდა ხდებოდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ კმაყოფილი, ჩვენივე კეთილი განზრახვებით... ან ბრილიანტის ჯვარი რატომ გახდა ასე ძალიან აქტუალური?! სალაპარაკოს რა გამოლევს, შენ კარგის დანახვა თქვი, თორემ...

მადლობა ქრისტეს, არასდროს წარმოვადგენ მხარეს და არ ვჯდები ხელმწიფის ნავში... ჩემთვის ადამიანი ავტორიტეტი არა იერარქიის, არამედ მისი შეხედულებების და აზროვნების გამო ხდება... კრიტიკას ვერავინ დამასწრებს, თუ ვთვლი, რომ რაღაც არასწორია, მაგრამ იმიტომ, რომ მხოლოდ ვიქილიკო, ეს სიძლიერე არა, უდიდესი სისუსტეა... ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ შეგიძლია პირად ინტერესებზე მაღლა დადგე... რაც არ უნდა არ მოგწონდეს ადამიანი, მასში კარგის დანახვაც უნდა შეგეძლოს... ეკლესიაში სანთელს რომ ვანთებთ, კარიერა არა, სიყვარული ვითხოვოთ!.. - წერს სოციალურ ქსელში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე კოლხი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44