პატრიარქმა ტახტის მოსაყდრე შიო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა

ხუთშაბათი, 21 ივნისი, 2018 - 23:43

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო  სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება წმიდა სინოდის სხდომაზე იქნა მიღებული.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად პატრიარქის მოსაყდრის სტატუსის განსაზღვრის  საკითხი დააყენა.

წმიდა სინოდის სხდომის „საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად, დაზუსტდა მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსი შიო, 2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44