თავდაცვის უწყება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ნატოს სტანდარტების შესაბამისად დაფინანსდება

ოთხშაბათი, 20 ივნისი, 2018 - 14:41

თავდაცვის უწყება, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ყოველწლიურად მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, მთავრობა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის დამტკიცებასა და სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების განხორციელების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სრულიად თავსებადი მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აგრძელებენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას, ტერორიზმთან ბრძოლის, ასევე მსოფლიოში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავება-დამტკიცებას, სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბებას, რომლის საპილოტე პროექტი წელს დაიწყება; აგრეთვე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალის გაზრდას, ამ კუთხით. ვფიქრობ, რომ გვაქვს, მნიშვნელოვანი პოტენციალი და ამ პოტენციალს სჭირდება რეალიზაცია. ამასთან ერთად, თავდაცვის მიმართულება, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს. რაც არის, სწორედ, ნატოს სტანდარტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44