თავდაცვის სამინისტროში MLCC-ის დირექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

ოთხშაბათი, 20 ივნისი, 2018 - 12:35

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ლოგისტიკის მრავალეროვნული საკოორდინაციო ცენტრის (MLCC) დირექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. აღნიშნული ჯგუფი საერთაშორისო სწავლებების, კურსებისა და სემინარების ლოგისტიკურ დაგეგმვასა და ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.

ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

შეხვედრის მიზანს ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ერთმანეთისთვის გაცნობა, შეჯამება და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა წარმოადგენს. დისკუსიების ფარგლებში ყურადღება

სწავლება Capable Logistician 2019-ზე გამახვილდება, რომელიც 2019 წელს პოლონეთში ჩატარდება და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოდან ლოგისტიკური ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლება მოიცავს როგორც საველე, ასევე საშტაბო კომპონენტს და ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

MLCC-ის დირექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს და ორი დღე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58