თქვენ, ბატონო ნიკა, უხეშად არღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას. მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ - გიორგი გახარია

სამშაბათი, 19 ივნისი, 2018 - 19:26

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის დეპუტატის ნიკა მელიას რუსთაველის გამზირზე სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ კითხვას უპასუხა.

„პირველ რიგში, თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა იმ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ამ ხალხმა, ზოგიერთი, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული მომიტინგისგან, მოისმინა და მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა.

ახლა რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შემთხვევას: თქვენ, ბატონო ნიკა, უხეშად არღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას და თქვენ მიგიძღვით ბრალი იმაში, რომ შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას. მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით. ეს ერთი. შემდეგ, უფრო მეტიც, ეს იყო საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გაკეთებული და დღეს თქვენ აქ ხართ, დღეს თქვენ არ ხართ დაკავებული. თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ. რაც შეეხება საკითხს ხორავას ტრაგედიასთან მიმართებაში: თქვენ საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, წარმოდგენაც არ გაქვთ. კითხვას რომ სვამთ, შეისწავლეთ მაინც. 4 დეკემბერს ეს იყო ის მტკიცებულებები, რაც იყო იმ მომენტისთვის. სწორედ იმიტომ, რომ ეს არასრულწლოვნების საქმეა, დრო იყო შეზღუდული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოყო 2 საქმე და დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სასამართლოზე გამოვლენილი ახალი გარემოებების გამო გამოძიება გრძელდება და გამოძიება შეიძლება განვითარდეს საერთოდ ყველა მიმართულებით. წერტილი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53