პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას - გიორგი გახარია

სამშაბათი, 19 ივნისი, 2018 - 13:43

 შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, ეფექტიანი პოლიცია და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განვითარების დღევანდელ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ვერანაირი ეკონომიკა, ვერანაირი ტურიზმი, ვერანაირი კულტურა, ვერანაირი განათლება ვერ განვითარდება. ამიტომაც, ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. რეფორმების ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რამეთუ გვესმის, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას და მე ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ შედეგებზე, რომელიც უკვე გვაქვს დეკემბრიდან დაწყებული 6 თვის განმავლობაში, მეშვიდე თვეა და იმ გეგმებზე, რომლებსაც წლის ბოლომდე შევასრულებთ“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53