შსს ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018 - 16:14

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის. კადრებში დაფიქსირებული პირები გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან. ამ ფაქტის ირგვლივ, ასევე, ჩატარდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული პირების დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის - ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე დაიწყო, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა..

განცხადების მიხედვით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტარიელ აროშიძეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "რუსთავი 2"-მა  ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ქართული ოცნების წარმომადგებლები საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ, ნაციონალური მოძრაობის წევრებს საკუთარი გუნდის წევრების ფიზიკურ ანგარიშსწორებას სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58