როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე

შაბათი, 16 ივნისი, 2018 - 14:41

მომავალი პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბახტაძეს ვგულისხმობ, და ზოგადად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსების დახასიათებისას ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი მისი პიროვნული თვისებებია. როგორც გნებავთ, ისე გამიგეთ, მაგრამ მთავარი კრიტერიუმია: ვის, ქვეყნისთვის რა ვითარებაში და რატომ წირავდა ეს პოლიტიკოსი, თუ მენეჯერი ფულს? 2012 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი პრაქტიკულად გადატეხილი იყო. ბიძინა ივანიშვილმა ის მორალურად გადატეხა. ამ დროს ნაცმოძრაობა თვითონ იყო შეშინებული და, მერწმუნეთ, ვერავის ვეღარ აშინებდა,- პარტიას შემოწირულობა გადმოურიცხე, თორემ გაწამებთო, ამიტომ ნაცმოძრაობისათვის ბახტაძის მიერ გაღებული 20 000 ლარიანი შეწირულობის გამართლება, ჩემი ლოგიკიდან და სინდისიდან გამომდინარე, შეუძლებელია. როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით. ეს ის დროა, როცა ჟურნალისტებმა "ლეპტოპები" გავყიდეთ, რომ "ობიექტივის" ეთერი არ გამორთულიყო. არ მინდა ახალგაზრდა პრემიერმინისტრობის კანდიდატს გული ვატკინო, ან თავს დავესხა, მაგრამ სადაა გარანტია, რომ უკვე პრემიერობისას კიდევ რაღაცის შიშს ან კონკრეტულ რეალობას ვერ შეეწინააღმდეგები და ამჯერად, სახელმწიფოს ინტერესებს ვეღარ დაიცავ?!

ეს პოსტი ბატონმა მამუკამ სწორად უნდა გაიაზროს, ხოლო მისი შემოწრულობის "გამპრავებლებმაც" ფარები ჩააქრონ, ჯობია, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი და ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45