ირაკლი კობახიძე რეგიონებში ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

შაბათი, 16 ივნისი, 2018 - 14:01

 „შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინცინდენტის შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ კანონის შესაბამისად ქმედებაზე გაამახვილა ყურადღება და „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ. „გუშინ იყო სამწუხარო ინცინდენტი ოზურგეთში, რაც მოჰყვა პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ზოგადად, შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. რაც შეეხება ჩვენს აქტივისტებს, ჩვენი პარტიის წევრებს, მათ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყოველგვარი ასეთი ქმედებებისგან, მაქსიმალურად სცადონ, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად - ეს არის ჩვენი სულისკვეთება და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს ან პროვოკაციები განახორციელოს, ან რომელიც შეიძლება, პროვოკაციებს წამოეგოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45