საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა

ხუთშაბათი, 14 ივნისი, 2018 - 18:21

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

არჩილ თალაკვაძემ ბახტაძეს წარმატებები უსურვა.

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას“, –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტს 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს. მინისტრად დანიშვნამდე 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი.  მამუკა ბახტაძე აგრეთვე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელია.

მამუკა ბახტაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის განხრით. მაგისტრის ხარისხი მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45